მწვანე "კერასინკაზე" ქვაბით
გაცხელებული,
ტაშტში
განელებული
წყლით
და
"კრუშკით"
ბანაობის
დიდი
მოყვარული
არ
ვარ... თუმცა მგონია, რომ ურთიერთობების, ღირებულებების, ერთსულოვნების, სოლიდარობისა
და
მეგობრობის
კუთხით
ამ
90-იანებს
მაინც
სულ
სხვა
ფასი
და ხიბლი ჰქონდა.
14 წლის ვიყავი.. მთელი უბნის გოგო-ბიჭები ერთად დავირაზმებოდით და საოცარი
ენთუზიაზმით ვათენებდით პურის რიგში ღამეებს. ცეცხლს დავანთებდით, ვმღეროდით, ანეგდოტებს
და კურიოზებს ვყვებოდით, გაუთავებლად ვიცინოდით, ვტინგიცებდით.. ერთად ყოფნა გვიხაროდა...
სიცოცხლე გვიყვარდა... ჩამოტყაული და პირქუში რეალობის რატომღაც არ გვეშინოდა და ხალისით
მივაგორებით დღეებს...
ჩემი კლასელი და ჩემი შეყვარებული, რომელიც ახლა ჩემი მეუღლე და ჩემი შვილების
მამაა, ჩემს მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა... საზიარო უბანი და სამეგობრო გვყავდა და ეს ყველაფერი გაჭირვებულ, ულამაზო და
არარომანტიულ რეალობას სწორედაც რომ მდიდარ, ულამაზეს და რომანტიულ ელფერს სძენდა.
ერთად ყველაფერი ფერადი და საინტერესო იყო... ყველანი ერთი ლამპის
მბჟუტავი სინათლის ირგვლივ ვიკრიბებოდით და ერთად, საერთო, საზიარო ცხოვრებით ვცხოვრობდით..
ვინაწილებდით სითბოს, ლუკმას, სატკივარს, სიხარულს.. პირდაპირი გაგებით...
არ იკეტებოდა მეზობლების კარი... გავდი-გამოვდიოდით.. ერთმანეთს აივანზე
ცეცხლის დანთებაში ვეხმარებოდით... სიმწრით გაკეთებულ სადილს ერთად და ტკბილად შევექცეოდით...
ყოველ საღამოს, თუ შუქი იყო, ვიკრიბებოდით და ორ-კასეტიან მაგნიტოფონში, რადიოდან ჩაწერილ
სიმღერებზე ვცეკვავდით, ან ერთი ელექტრო რადიატორის ირგვლივ ვიჯექით... ყველას ერთი
დიდი პლედი გვქონდა რადიატორზე გადაფარებული და პლედის ქვეშ ხელებს და ტრაკუცუნებს
ვითბობდით... რომ ჩაქრებოდა სინათლე, რადიატორის სითბო კიდევ კარგა ხანს გვყოფნიდა
და ასე ბოლო წუთამდე ვიჯექით... გიტარაზე ვუკრავდით... ვმღეროდით... სიცივეში დაშლა
და დასაწოლად წასვლა გვეზარებოდა... საძინებლებში ყინავდა... სახლში, დღის ბოლოს უკვე
სასუნავიც აღარ იყო.. აღარც ტელევიზორი და სხვა გასართობი... მეორე დღეს ისევ გაყინული
დილა, პურის რიგი, აივანზე, ქარში ცეცხლის დანთება, ნავთის სუნი და სიღარიბე გველოდა.....
და მაინც სულ ვიცინოდით.. ამოუწურავი წყარო გვქონდა სიცილ-კისკისის... ახალგაზრდული,
უდარდელი და უშიშარი სიცილ-კისკისის შადრევანის... პატარები და გამოუცდელები, ცხვორებასთან
ბრძოლაში გაუწვრთნელები, გაჭირვების და ტკივილის არ მცოდნენი.. და მაინც ყველაფრითვის
მზად მყოფნი.. ოპტიმიზმით, ხალისით, და რაც მთავარია სიყვარულით ვეგებებოდით დღეებს,
ერთმანეთს, გაჭირვებას, საფრთხეს.. თვით სიკვდილსაც კი... ერთად ვიყავით და არაფრის
არ გვეშინოდა.... ერთად ყველაფრის დაძლევა შეგვეძლო...
გამოხდა ხანი...
შეიცვალა დროება... ბევრმა წყალმა ჩაიარა...
მღვრიემაც და ანკარამაც... გამოვიარეთ ომები... რევოლუციები... დავძლიეთ სიდუხჭირე..
მივიღეთ განათლება... დავოჯახდით... სამსახურები
ვიშოვეთ... წამოვიწყეთ ბიზნესი... შევღებეთ
ფასადები.. დავაგეთ გზები.... გავიყვანეთ ინტერნეტი... შევიძინეთ სმარტფონები, აგარაკები..
ჯიპები... ქალაქი გამოცოცხლდა... მოვიდა პროგრესი...
და აქვე ავღნიშნავ,
რომ პროგრესის და მხოლოდ პრეოგრესის მომხრე
ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის.. თან არა მარტო მომხრე, არამედ მუდამ ვისწრაფვი
პროგრესისკენ... ტექნოლოგიურისკენ და სულიერისკენ.. ყოველ დღე ვცდილობ რაღაც ახალი
გავიგო, თუნდაც მცირედი... ყოველ დღე, ყოველ წუთს ვმუშაობ საკუთარ თავზე... ყოველ წუთს
ვცდილობ უფრო დიდი და მთლიანი სურათის დანახვას, ვიდრე გუშინ ვხედავდი... გეგმისა და
მიზნის გარეშე არ თენდება და არ ღამდება.. სულ მინდა რაღაც უკეთესი... და სულ ვცდილობ
წარსული უკეთესი მომავლისთვის გამოვიყენო.. უფრო სწორად უკეთეს აწმყოდ ვაქციო... ჩემი
უკეთესი ვერსიის შექმნას მოვახმარო, პირადად ჩემი სახით და ასევე მომვალი თაობის სახითაც...
ასე რომ მხოლოდ მივესალმები პროგრესს... მაგრამ....
რაღაც წაგვართვა
პროგრესმა... რაღაც დავკარგეთ... სადღაც რაღაცაში შევცდით და რაღაც გამოგვრჩა... რა
მოხდა... ???
საზიარო სიხარული..
საერთო ტკივილი... ერთმანეთის გვერდში დგომა.. მეგობრობა დავკარგეთ.... ნამდვილი მეგობრობა...
დავკარგეთ უპირობო სიყვარულის უნარი... მეზობლის კარი ჩაიკეტა.. მეგობრის გული დაიკეტა...
ჩვენი გამაერთიანებელი ლამპის მბჟუტავი სინათლე ჩაქრა და გამყოფი და დამშლელი სილქნეტი
ჩაირთო... სუფრასთან ხალასი ჟრიამული მიჩუმდა და ფეისბუქის მდუმარე კედელი აღიმართა...
ყველა და ყველაფრისგან რაღაცას ველით... შური და ანგარება შემოგვიჯდა გვერდებში.. ბრენდებს
გადავაყოლეთ ლაღი და გულწრფელი ურთიერთობები... იარლიყების თაობად ჩამოვყალიბდით...
თუმცა მჯერა,
ჯერ კიდევ არსებობს შანსი... შანსი გადარჩენის... შემობრუნების... მოქცევის... ნამდვილი
პროგრესის...! ჩვენ ვართ ის თაობა, ვინც იხილა ჯოჯოხეთი და ამიტომ აქვს შანსი იხილოს
სამოთხეც...! ჩვენ ვართ ის გარდამტეხი ძალა, ვინც წარსულის სიბნელე, სიცივე, ტკივილი
და შეცდომა, სწორედაც რომ პროგრესისთვის უნდა გამოიყენოს. არა იმ პროგრესისთვის, რომელიც
გაგვთიშავს და დაგვაშორებს ერთმანეთს.. არა იმ პროგრესისთვის, რომელიც დააკნინებს ჩვენში
ადამიანს, არამედ იმ პროგრესისთვის, რომელიც გაგვახსენებს, თუ როგორ გვიყვარს ერმანეთი...
გაგვახსენებს როგორ ხელიხელ ჩაკიდებულებმა გამოვიარეთ სვანეთის მთები, სადაც ყველას
ერთად გაგვეყინა ჩვენი სერთო შვილები.. გაგვახსენებს, როგორ ერთად ვიგლოვეთ სამშობლოს
დაცემა და როგორ ერთად ავაყენეთ ერთმანეთი ფეხზე.
იმ ტექნოლოგიური და სულიერი პროგრესის სინთეზს ვგულისხმობ,
რომელიც დღეს მოგვცემს საშუალებას, ერთად ვიზეიმოთ
ერთმანეთის წარმატება, გვიხაროდეს ერთმანეთის დოვლათი.. ისევ გავხსნათ ყველა კარი და
ფანჯარა.... გადავყაროთ იარლიყები... და მატერიალური რესურსი და ტექნოლოგიური პროგრესი
ჭეშმარიტად თავისუფალი, ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად პროგრესული თაობის აღსაზრდელად
გამოვიყენოთ!
ასეთი პროგრესი
მინდა მე! ასეთი პროგრესისთვის ვიბრძოლებ!
დასასრულს ვიტყვი,
რომ არამც და არამც არ მივტირი არაფერს (წარსულს, რეგრესს.. 90-იანებს, გაჭირვებას).
უბრალოდ მიხარია, რომ ცხოვრებამ ჩვენს თაობას ესეთი მრავალფეროვანი გამოცდილება შესძინა...
ესეთი შეუცვლელი იარაღით აგვღჭურვა... ნუ დავყრით ამ იარაღს! მხოლოდ პროგრესისთვის
თუ გამოგვადგება იგი!
Egre ar sheizleba ra Ani. Mkafio pozicia unda daapiqsiro.tamamad :))) an unda tqwa rom 90-iani clebi iyo jojoexeti da cudi, kargi pozitiuri momentebit an unda tqwa rom 90 clebi zneli ki iyo magram mainc kargad gatarebuli dro iyo da kmayopii xar mashindeli cxowrebit. An ert poziciaze unda idge an meoreze. egre arc chichia dawcwa da arc shampuri- pozicia ar gamova :)))))))))
ReplyDeletemeore is aris rom zalian subieqturad gaqws pozitiuri carsulshi danaxuli da negatiuri acmyoshi.. sheni shepasebebi puzndeba pirownul gamocdilebaze da amis sayowletao gaigiweba ar gamogiva :)))
realurad chemi gadasaxedidan rom gitxra 90 clebi iyo absolituri qweskneli. ar iyo tawisupleba rac mtawaria, ar iyo demokratia, ar iyo chweni axalgazrdebis ganatleba, 90 clebma chemi azrit bewrad dagwaziana. cagwartwa chwen taobas imis shansi rom dges chwen upro uketesi adamianebi, megobrebi, mamebi dedebi da saertod moqalaqeebi wyopiliyawit. is ra deficitebic dges chwen gwaqws im bneli carsulis bralicaa rac saqartwelom gamoiara 90 ian clebshi. shevardanzis da zmani matnis mtawari danashauli is ki araa rom puli motexs da joxtaberizes dges magti aqws. an arada zwiadistebs rom utyapunebdnen mitingebze aramed is rom chwen taobas ar mieca mashin stanado ganwitarebis shansi ! ai amis gamoa es xalxi dges saplawidan amosatxreli da sanagweze gadasayreli .
Patiwiscemit
Eliot Ness
Eliot Ness, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.. და არც საკუთარი სუბიექტური აზრის განზოგადებას ვცდილობ. ეს ამ ძალიან მძიმე რეალობის მხოლოდ ერთი ასპექტია და იმ მომენტის ემოცია, როდესაც პარალელებს ვავლებთ წარსულსა და აწმყოს შორის. თუმცა ისიც ავღნიშნე, რომ ზუსტად იმიტომ რომ ეგ ქვესკნელი ვიხილეთ, მაგ გამოცდილებაზე დაფუძნებით შეგვიძლია რაღაც საპირისპიროს მიღწევა.. და უფრო ალბათ მომვალი თაობისთვის რაღაც საფუძვლის ჩაყრა. ჩვენი თაობა ნამდვილად შეიძლება მსხვერპლად ჩაითვალოს და კი ნამდვილად ბევრი რამის საშუალება არ მოგვეცა მაშინ. თავისუფლების და განათლების ალბათ პირველ რიგში. თუმცა ეხლა გვაქვს შანსი მიღებული გაკვეთილი გამოვიყენოთ და ბევრი ნაპრალი შევავსოთ. დემოკრატიას რაც შეეხება ვერც ახლა ვხედავ სამწუხაროდ სახარბიელო სურათს.
ReplyDeleteპატივისცემით,
Zwirpaso ani, ywelapers tawisi saxeli tu ar dawarqwiti gakvetilis scwala rogor gamogwiwa. shen ar ggulisxmob, magram qartwlebis senia carsuli ambebis mitebad gadaqcewa da mere mati glorifizireba. es aris tawis motyuebis zalian komfortuli xerxi. ase ar aris ? ratom uywart dgesac chwentan stalini magalitad an ratom moixsenieben shevardnazes msoflio donis politikosad, igiwe gamsaxurdia awigot , arawin ar saubrobs imaze rom am kacma , rogori erownulic ar iyo is mashin da mcignobaric, demokratiis ganwitarebas ar sheucyo xeli da autokratiisken cavida. zalauplebis dabruneba samxedro gzit da ase shemdeg. politikas rom taw i dawanebot sazogado yopit cxowrebashic ipowi bewr magalitsac. exla amit agar dawabinzureb shens blogs :))))
DeleteEliot Ness: "an unda tqwa rom 90-iani clebi iyo jojoexeti da cudi, kargi pozitiuri momentebit an unda tqwa rom 90 clebi zneli ki iyo magram mainc kargad gatarebuli dro iyo da kmayopii xar mashindeli cxowrebit." es tqveni sityvebic, chemi ari ikos sakmaod shereul pozicias asaxavs da scoric aris.. scored aseti dro iko.. shereuli.. urtulesi da pozitiuri momentebit gazavebuli. ase mgonia. da diax ra tqma unda chveni kvelas shepasebebi chvens pirovnul gamocdilebebs epuzneba. sakoveltao cheshmaritebad nu movnatlavt nuravis azrs. :)) didi madloba gamoxmaurebistvis. gulcrpelad vapasebs tqvens kuradgebas. :)
ReplyDeletepiriqit madloba chemgan, aseti mnishnelovani thematikis cin camocevistvis da aseti optimizmit gatenili cerilsitiwis :))
ReplyDelete