მთელი ცხოვრებაა მეწერინება.. ხან ლექსები.. ხან დღიურები... ჩანახატები... მაგრამ ნაწერით მუდმივად უკმაყოფილოს, სულ მერიდება გაზიარება... მოვახვიო თავს ვინმეს ჩემი ემოცია და ნაფიქრალი.. შევიჭრა ადამიანის განცდების საკუჭნაოში და თავდაყირა დავაყენო იქაურობა.. მერიდება კიდევ იმის გამოც, რომ ჩემი ძალიან პირადული, სულის კუნჭულებში შენახული ამბების და სურათების გამოფენა, სარისკო საქმედ მეჩვენება... ვაი თუ გაბრაზდნენ, გამკიცხონ, დამცინონ, მატკინონ.... არა და რამდენი გავბედე, იმდენი გასაოცარ სითბოს და სიყვარულს წავაწყდი... გულწრფელ, ნამდვილ გრძნობებს, ფაქიზ აკორდებს მონატრებული და მოწყურებული მეგობარი ან უბრალოდ მკითხველი, საოცარი სიხარბით ისრუტავს გადმოცემულ სენტიმენტს... თვალები უბრწყინავს და ჩუმად მაგრძნობინებს, რომ ბედნიერია რომ გადაგვეყარა მე და ჩემს ბატიფეხურ ნაწერს.... მეც იმ წუთით ალბათ 10 წლით მიხანგრძლივდება სიცოცხლე და მიათმაგდება ენერგია... ვეება ტალღასავით მასკდება ბედნიერება.. რომ გავარდე ქუჩაში და ისეთი რამ ჩავიდინო, ყველას რომ ეშველოს ამ დედამიწაზე (და სადმე სხვაგანაც, თუ უჭირს კიდე ვინმეს) ...
ჩემი ოცნებაა არ იყოს ომი..! საერთოდ შიშის გრძნობა არ დამსდევს თან ცხოვრებაში. თამამად (ხანდახან ზედმეტადაც) მივაბიჯებ გზატკეცილზეც და ციცაბო ბილიკზეც.. მაგრამ ომის მეშინია... ყველგან და ყოველთვის ... მარტო ჩემს მახლობლად კი არა.. ყველგან და ყველასთვის... საშინლად მტანჯავს ომი... არ მაძინებს.. სულ იმ ადამიანებზე მაფიქრებს, ვის ირგვლივაც ომია... არა და სულ ომია... სადაც არ გაიხედავ, სულ ტანჯვა და გოდებაა... მე კიდე დავდივარ სამსახურში.. ისეთი გამომეტყველება მაქვს, ვითომ საქვეყნო საქმეებს ვეჭიდები... ილუზიაში, რომ საქმეს ვაკეთებ, ნამდვილ საქმეს... დავდივარ მაღაზიებში, ვათვალიერებ ვიტრინებს... ვუსმენ მუსიკას... ვკითხულობ წიგნებს... ვასეირნებ შვილებს... ვესწრები კონცერტებს... გამოფენებს... და თან სულ ომზე ვფიქრობ...! უცებ, გაგანია სიხარულსა და გართობაში, ყელში მომიჭერს უკიდეგანო სევდა.. ერთ წამში გაცამტვერდება ბედნიერების მოჩვენებითი ნიღაბი... ფერადი, მწვანე, ლურჯი და ბრჭყვიალა კადრების ფონზე, შავად გადაბუგული ომის სურათი გამოცურდება.. გამოცურდება და გაგახსენებს, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედო.... რომ აღარ იყოს ომი...! ჰო შენ..! შენ რაღაც უნდა მოიფიქრო.. ასე ხომ არ იქნება სულ... ტყუილად ხომ არ მოსულხარ.. ამდენი გიფიქრია.. ამდენი განგიცდია.. ამდენი გიგრძვნია.. ვერაფერი ვერ უნდა მოიფიქრო???? წარმოუდგენელია.........!! მერე ისევ თავს გაანებებ ომზე ფიქრს.. იმიტომ, რომ ვერ უძლებ. პირველ რიგში ვერ უძლებ საკუთარი უსუსურობის განცდას.. ამიტომ ადგები და გადადებ სახვალიოდ გამოსავლის ძიებას.... არადა ომი გრძელდება....
მომავალზე ღელვას დიდი ხანია თავი დავანებე.. რა ეშველებათ ჩვენს შვილებს.. როგორი განათლება უნდა მივცეთ მათ.. რა პერსპექტივა აქვთ ამ ქვეყანაში.. ან სხვაგან.. ეს თემები დავხურე და ვცდილობ აწმყოზე ვიყო ორიენტირებული.. შვილებს მინდა ვასწავლო უპირობო სიყვარული, სამართლიანობა და საკუთარი თავის ძიება.. ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა... დანარჩენს თვითონ მიხედავენ.. ან სწავლებითაც როგორ უნდა ასწავლო.. თეორიით და დოქტრინებით კაცი ადამიანად ვერ შეიქნება.. ისევ მაგალითის ძალით თუ დაანახებ და აგრძნობინებ.. და მაშინ გამოდის, რომ ისევ საკუთარი თავის შემეცნებასა და ზრდა-განვითარებაზე უნდა ზრუნავდე... უნდა გიყვარდეს.. შენ თვითონ უგონოდ უნდა იყო შეყვარებული ადამინში.. კაცობრიობაში... თვით სიყვარულში... სამყაროსთან განუყოფელი ერთიანობის განცდით უნდა ცხოვრობდე... საყოველთაო მთლიანობის გაცნობიერებით უნდა სუნთქავდე... უნდა იყო კაცი!
რას ვქადაგებ და რისი თქმა მინდა, რომ ვზივარ აგერ და ვაწკაპუნებ ამ კლავიატურას, მე თვითონ არ ვიცი... რა შედეგი მინდა რომ გამოიღოს ჩემმა სიტყვამ ამის გამოგნესთვის, წარმოდგენა არ მაქვს.. არც იმის მოლოდინი და ამბიცია მიღიტინებს, რომ არიქა და მომისმინეთ, სიბრძნეს ვღაღადებთქო... მინდა უბრალოდ იგრძნოთ სიყვარული... იმიტომ, რომ თუ ყველა იგრძნობს სიყვარულს, მგონია, რომ ომი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღარ იყოს... უბრალოდ ვეღარ გაუძლოს ომმა ამდენ სიყვარულს და ადგეს და დაყაროს იარაღი..... მხოლოდ სიყვარული თუ დაამარცხებს ომს.. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და რამდენჯერაც ომზე ვფიქრობ, მაფიქრდება მხოლოდ სიყვრაული... სხვა გამოსავალი თავში არ მომდის... არც ახალს ვამბობ რამეს.. მაგრამ თავიდან, კიდევ ერთხელ მაინც ხომ გაგახსენებთ: სიყვარულით ვეომოთ ომს!

როდესაც გაქვს იმის გადმოცემის უნარი რასაც გრძნობ და ფიქრობ თან ესე კარგად/შენებურად ;) აუცცც დაწერე.გვასიამოვნე !!!
ReplyDeleteროდესაც გაქვს იმის გადმოცემის უნარი რასაც გრძნობ და ფიქრობ თან ესე კარგად/შენებურად ;) აუცცც დაწერე.გვასიამოვნე !!!
ReplyDeletetamuna dvali: am bolo dros cota gavbede.. asaki tavisas shveba albat <3 madloba :)
ReplyDelete